Tuesday, July 5, 2016

დღე მეცხრე----დავასრულეთ  გეგმის შევსება,გავეცანით ერთმანეთის  გეგმებს და მივეცით  რჩევები,  კიდევ  ერთხელ  გადავხედეთ  და  გავიხსენეთ სასწავლო  პროექტის შექმნის ეტაპები. მოვისმინე თითოეული ჩვენგანის  მიერ  მომზადებული  პრეზენტაცია  სასწავლო პროექტისა. საინტერესო  და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ტრენინგი.  მადლობა  ჩვენს ტრენერს,  ქალბატონ მანანას, მოთმინებისათვის, თანადგომისთვის.

Thursday, June 30, 2016

დღე  მერვე----  დავასრულეთ  გეგმის  პროცედურები.  გადავხედეთ  პროექტს და  ჩავინიშნეთ ხარვეზები.  შევქმენით  კითხვარი. ძალიან  დავიღალე  მეტი  აღარ  შემიძლია.  თუ  მოვკვდი, ვიქნები  თანამედროვე  ტექნოლოგიებისაგან  მკვდარი.

Wednesday, June 29, 2016

დღე   მეექვსე-მეშვიდე-------განვიხილეთ  გარდნერის  მრავალმხრივი  ინტელექტის  თეორიას  და  შევქმენით  კითხვარი  დიფერენცირებისათვის, ჩამოვწერეთ  ინდიკატორები შეფასების რუბრიკისათვის. ავტვირთეთ ,,დრაივზე". განვიხილეთ  პორტფოლიოს  შეფასების  რუბრიკა კრიტერიუმებისა და ინდიკატორების მიხედვით. ვიმსჯელეთ პროცედურების ჩამოყალიბებეაზე. 

Saturday, June 18, 2016

დღე  მეორე -------------     მოვისმინე  ჩემი  კოლეგების  მიერ  წარმოდგენილი  იდეები,  მივეცით  საჭირო  რჩევები. დავიწყეთ  პროექტის  შევსება.  გავიხსენე  ინტერნეტიდან  სურათების  გადმოწერა, იმეელზე  გაგზავნა. ვისწავლე ბუპლეტის  შექმნა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      დღე  მესამე------ ბლუმის  ტაქსონომიის  გამოყენებით შევამოწმე  სტანდარტი,  იყო თუ არა მაღალ სააზროვნო  უნარებზე გათვლილი. დავამუშავეთ სტანდარტებისა  და  მიზნების რუბრიკა  და 21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები.დავამუშავეთ ზოგადი, თემატური  და  შინაარსობლივი   კითხვები. სასწავლო  პროექტის  გეგმა ავტვირთე  ,,მეილზე''.

დღე  მეხუთე----გავეცანი პრეზენტაციას საავტორო  უფლებების  შესახებ.ვისწავლეთ  დოკუმენტის  გაგზავნა  გაზიარება.შევქმენით მოსწავლის ნამუშევარი სლაიდ შოუ, პროექტის პრეზენტაცია- პოვერპოინტში.

მეოთხე  დღე---- შევარჩიეთ  შეფასების მეთოდები  და ინსტრუმენტები.  ჩავსვით პროექტის  გეგმაში.  შევავსეთ  ცხრილი ვმვ.  შევადგინეთ შეფასების  მოკლე მონახაზი